თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ კვერცხი და რძე ან წყალი, მოზილეთ ცომი მკვრივი და ელასტიური. 25 წუთი იზილება ცომი და როდესაც გაჭრით ცომის გუნდას ნასვრეტები უნდა ჰქონდეს მოზელვის ხარჯზე. მოზელილი ცომი გაყავით, დაასვენეთ 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაყავით 7–8–9 ნაწილად. ცომის ერთი ნაწილი უნდა იყოს შედარებით დიდი. პირველი და ბოლო ფენა მოუხარშავი უნდა დატოვოთ. აჩმის ფორმის ძირზე წაუსვით ცხიმი, დააფინეთ გაბრტყელებული და მოუხარშავი პირველი ფენა. წაუსვით გამდნარი კარაქი. ფართოპირიან თასში ჩაასხით წყალი, ჩააყარეთ მარილი და წამოადუღეთ. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ საცხობი ფორმის ზომაზე დიდად, რომ ნაოჭები გაუკეთოთ. სათითაოთ მოხარშეთ და ცივ წყალში ამოავლეთ. კარგად ჩაიწუროს ყველა ფენა და შეუდექით მონტაჟს. ან ყველა ფენას მოაყარეთ ყველი და კარაქი, ან ყოველ მეორეს.