კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ, დაუმატეთ ნიგოზი, თაფლი, სოდა ძმრით და ფქვილი. მიღებული მასა სამ ნაწილად გაყავით და თითოეული საცხობ ქაღალდზე გადაანაწილეთ ან დანით, ან ფქვილიანი ხელებით. ცომი თხელია და არ გაბრტყელდება. ცხვება 3-5 წუთში, 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ მუქი ოქროსფერი გახდება, შემდეგ ფენებს მოაშორეთ ქაღალდი და შეაგრილეთ. ამასობაში, კარაქი ათქვიფეთ და შეათქვიფეთ შესქელებული რძე და ვანილი. ბისკვიტები ერთმანეთზე დააწყვეთ და ბასრი დანით გვერდები ჩამოაჭერით. ჩამონაჭრები წვრილად დაფქვით. ნამცხვრის ფენას წაუსვით 1/3 კრემი, მოაყარეთ ნიგოზი, ასე მოამზადეთ დანარჩენი ორი ფენაც. ბოლოს, კრემი წაუსვით როგორც ზედაპირზე, ისე გვერდებზე. მოაყარეთ ნიგოზი და დაფხვნილი ბისკვიტი. ნამცხვარი მთელი ღამით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ კრემი კარგად გაუჯდეს. გამოდის 12-14 ნაჭერი.