ლობიოს ვასხამთ წყალს, ვაგდებთ წითელ წიწაკას და დაფნის ფოთოლს და ვხარშავთ კარგად, შემდეგ წვენში ვაწყობთ ნაჭრებად დაჭრილ მშრალ პურს, რომელსაც შუაზე ვსერავთ, რათა წვენი კარგად შეუჯდეს შიგნით და დაახლოებით 5-10 წუთი ვადუღებთ, რომ წვენში კარგად ჩაფუმფულდეს. გაითვალისწინეთ, რომ არ დაიშალოს. ვიღებთ ქვაბიდან მოხარშულ პურს, ვაყრით ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, ცოცხალ ქინძსა და ოხრახუშს, ვაყრით ხვრიშ მარილს, ცოტა შავ პილპილს და ვასხავთ ბლომად კახურ ზეთს. ამასობაში მეორე პარტია იხარშება, ვაწყობთ ზემოდან და იმავე პროცედურას ვიმეორებთ და ასე ფენა-ფენა, რომელსაც მწვანილის, ხახვის და ზეთის არომატები უჯდება და საოცარი საჭმელი ხდება. სულ ბოლოს ვიღებთ ქაფქირით მარცვალ ლობიოს, რომელსაც სირსვალს ვეძახით და პურებზე მიმოვაბნევთ, ვაყრით მწვანილს და ყველაფერს იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ქვაბში დარჩენილი ლობიო შეგიძლიათ თქვენი სურვილით შეანელოთ, ამ შემთხვევაში ძირითადად სირსვალად ვანელებთ ხოლმე, ანუ ცოცხლად - როგორც პური შევანელეთ, ისე, თუმცა წვნიანის მომზადებაც შეიძლება. ლობიოში მოხარშული პურის ვიზუალური მხარე შეიძლება ზოგისთვის არცთუ ისე ესთეტიკურია, მაგრამ არომატსა და გემოს, მერწმუნეთ, ვერასდროს დაივიწყებთ. გემრიელად მიირთვით!