შეათბეთ რძე, არ აადუღოთ. 9 ლიტრ რძეზე საჭიროა 1 თავსახურზე ნაკლები კვეთი. მოურიეთ, დაახურეთ რძიან ქვაბს თავსახური და შეფუთეთ. დაახლოებით 40 წუთში შედედებული დაგხვდებათ მასა. ხელით ჩაჭრით და გააჩერებთ 5 წუთით, განცალკევდება შრატი და ყველი, ამოიღეთ საწურზე და ასე დატოვეთ 1-2 საათი, მიაყარეთ მარილი და დადეთ თბილ ადგილას რომ ამოფუვდეს. დილისთვის უკვე მზად იყო ჩემი ყველი და ჩავასკუპე უკვე წათხში. წათხი: 5 ლ წყალი, 100 გრ შაქარი + 1 კგ მარილი. ავადუღოთ და გავაციოთ. გავაჩეროთ 1 დღე მაინც და მერე ჩავსვათ ყველი შიგნით. გემრიელად მიირთვით!