კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ შაქარი, მოურიეთ, რომ შაქარი სანახევროდ მაინც გაიხსნას. დაუმატეთ ფქვილი, მიხაკი, დარიჩინი და მოზილეთ. ხელზე ოდნავ ეკვრება, მაგრამ ფქვილი არ დაუმატოთ, ცხიმიანი ცომია და ზელვაში კარგად შეაერთეთ გუნდა. აიღეთ პატარა გუნდა, დაამრგვალეთ ხელით და დაალაგეთ კალკადაფენილ საცხობ ფორმაზე. ზემოდან ოდნავ ჩაჭერით ჭიქის ზედაპირით. შემდეგ, აიღეთ და ზედაპირით ამოავლეთ შაქარში. ძირზე არ მოახვედროთ შაქარი და დაალაგეთ ისევ საცხობ ფორმაზე. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ზედა - ქვედა წვით, მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში. ცხობის დრო არანაირად არ გადააცილოთ, რომ შეწითლება არ დაიწყოს. ზემოდან ასეთი თეთრი ცხვება, რადგან ორცხობილას შაქარი იცავს დაწითლებისაგან.