ქვაბში მოათავსეთ შაქარი, თაფლი და წყალი. მოადუღეთ. ჯამით დაიდგით წყალი, ჩააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი, თუ დაკრისტალდა – მზადაა. პარალელურად, ათქვიფეთ კვერცხის ცილა, შემდეგ ცხელი სიროფი, წვრილი ნაკადით ჩაასხით ბეზეში, თქვეფა არ შეწყვიტოთ. ჯამს, ხელს რომ შეახებთ, გარედან თბილი უნდა იყოს და არა ცხელი. შემდეგ შერიეთ თხილეული, ჩირეული. გადაიტანთ ფორმაში, სადაც ჩაუფენთ ქაღალდს, მალე მყარდება და ამიტომ სწრაფად გადაანაწილეთ . 4 საათი დადევით გრილ ადგილას .შემდეგ დაჭერით, სასურველ ზომაზე. აღსანიშნავია, თუ სიროფს მოდუღება დააკლდება, ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. გემრიელად მიირთვით.