კეტჩუპის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს, მეტ-ნაკლები განსხვავებებით. ზოგიერთი მათგანი ვაშლის გარეშეა, ზოგში წიწაკაა ამოღებული. ამ რეცეპტში შაქრის მინიმალური დოზაა მოცემული, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მისი რაოდენობა გავზარდოთ. კეტჩუპისთვის მწიფე, კარგი წითელი ფერის პამიდორი შევარჩიოთ. სასურველი ძალიან წვნიანი ჯიშის არ იყოს. ვაშლს და წიწაკას ამოვაცალოთ თესლი, შემდეგ ხახვთან და პომიდორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. პიურე მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ. დრო და დრო ამოვურიოთ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ კეტჩუპი მზად იქნება, დავაყაროთ სანელებლები და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგრილებული მასა გავატაროთ საცერში, დავამატოთ ძმარი და მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში ან ბოთლებში. შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. ზოგიერთი რეცეპტით, კეტჩუპს ნიორსაც ამატებენ. თუ ასეთი კეტჩუპი მოგვწონს, შეგვიძლია ნივრის გარჩეული კბილები დაუფქველ სუნელებთან ერთად მარლაში გამოვკრათ და ისე ვხარშოთ, შემდეგ კი გადავაგდოთ. სანელებლების რაოდენობა გემოვნების მიხედვით განვსაზღვროთ. თუ კეტჩუპი საკმარისად არ გასქელდა და მაინც თხელია სახამებელი დავამატოთ. დაახლოებით 4 ს.კ. სახამებელი გავხსნათ ცოტაოდენ გაგრილებულ კეტჩუპში, ჩავამატოთ მთლიან მასას და წამოვადუღოთ.