აქვე ვიტყვი, რომ ამ ცომის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში და საყინულეში - 3 თვემდე. 1. თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი და შაქარი, დავტოვოთ 10-15 წუთის განმავლობაში სანამ საფუარი არ დაიწყებს რეაქციას. შემდეგ ამ წყალში დავამატოთ კვერცხი, მარილი, ძმარი და არაყი, მოვურიოთ და დავუმატოთ ფქვილი.მოვზილოთ რბილი ცომი. 2. შევაზილოთ ზეთი, ჩავდოთ ცომი პარკში და დავასვენოთ მაცივარში 25-30 წუთი. ცომი აფუვდება. 3. შემდგომ აფუებული ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ მარგარინის 1/3, ჩავკეცოთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და შევდგათ საყინულეში 30 წუთით. 4. დროის ამოწურვის შემდეგ გავიმეოროთ მარგარინის წასმა, ისევ ჩავკეცოთ და ისევ შევდგათ საყინულეში 25-30 წუთით 5. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ყველა მანიპულაცია მესამე ჯერზეც, ისევ ვდებთ საყინულეში, და 15-20 წუთში ცომის გამოყენება შესაძლებელია. ცომის წონა 1200 გ