კვერცხის ცილა და გული ფრთხილად განაცალკევეთ, ცილა მოათავსეთ მშრალ ჭურჭელში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და დაიწყეთ თქვეფა. თქვიფეთ დაახლოებით 7-8 წუთი. მასა სქელდება, სამმაგდება, ქაფისებურიდან გლუვი და პრიალა ხდება. დაუმატეთ შაქარი ორ ეტაპად და თქვიფეთ კიდევ 5-6 წუთით. დაუმატეთ კვერცხის გულები სათითაოდ, ან ჩანგლით მსუბუქად ათქვეფილს პორციებად. თქვიფეთ დაახლოებით 10 წუთით. მიქსერი გამორთეთ. დაგჭირდებათ სილიკონის ან ხის კოვზი. ფქვილი წინასწარ აწონეთ და მასას ზედ დააცერით 3 ეტაპად. თან მოურიეთ ფრთხილად და ნელა, თანაბრად და ერთი მიმართულებით. ფქვილის ჩაყრას რომ მორჩებით, სულ ცოტა კიდევ ამოურიეთ და დარწმუნდით, რომ სრულად და კარგად შეერია ცომს. ამ შემთხვევაში ცომი ჩასხმულია 24 ან 26 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში, წინასწარ დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ცხობამდე წინასწარ გაახურეთ ღუმელი. გამოაცხვეთ ზედა-ქვედა წვაზე, 160 გრ - ზე, თუმცა ყველა ღუმელი ინდივიდუალურია და ესეც გაითვალისწინეთ. გამოცხობილ ბისკვიტს სასიამოვნო სუნი აქვს, გემრიელად შეწითლდება და მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ, თუ სისველე არ ამოყვება და ხის ჩხირი მშრალი იქნება, გამორთეთ ღუმელი და ბისკვიტი ღუმელშივე შეაგრილეთ ცოტახნით მაინც. ბისკვიტს ფორმიდან გადმოტანის შემდეგ სრულად გააგრილეთ, გაახვიეთ საკონდიტრო პარკში კარგად და ერთ ღემით მაინც დატოვეთ მაცივარში. ბისკვიტი დაჭერით და დანამეთ მხოლოდ დაკრემვის წინ.