4 ცალი ფორთოხალი ( საშუალოზე დიდი ზომის ) სქელ კანიანი, გარეცხეთ, გაამშრალეთ კარგად და შემოაცალეთ გარედან ცედრა, წვრილი სახეხის გამოყენებით, შემდეგ განაცალკევეთ ნაყოფისაგან კანი, ნახევარმთვარის ფორმით, შემდეგ დაახვიეთ რულეტივით და სათითაოდ შეკარით ხის ჩხირით. ჩაალაგეთ შესაბამისი ზომის ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და დააცადეთ რომ კარგად დაიწუროს. ცალკე ქვაბში, ჭიქა ნახევარ წყალში, ან შეგიძლიათ წყლის რაოდენობა გაზარდოთ კიდეც, ჩაყარეთ 500 გრ შაქარი და როდესაც ადუღდება ჩაამატეთ კარგად დაწურული ფორთოხალი. ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ადუღეთ სანამ არ მიიღებთ სასურველი სისქის სიროფს. ქილაში მოთავსებისას ფრთხილად მოაცალეთ ჩხირები. შეგიძლიათ აგრეთვე აასხათ ძაფზე ჩხირების ნაცვალად და ისე მოამზადოთ. ცედრა კი მოათავსეთ საყინულეში და ნამცხვრისთვისა და კექსებისთვის გამოიყენეთ. გაინთვალისწინეთ, რომ არასოდეს არ ჰყოფნის სიროფი და შეგიძლიათ გაზარდოთ სიროფის დოზა. აგრეთვე, თუ საღამოს მოათავსებთ ცივ წყალში დახვეულ და ჩხირებით შეკრულ ქერქს, რამდენიმეჯერ გამოუცვალეთ წყალი და დატოვეთ მთელი ღამე ცივ წყალში. დილით გადმოადუღეთ ორჯერ 5-5 წუთი და შემდეგ დადგით მოსახარშად, ან სამჯერ გადმოადუღეთ ახალ–ახალ წყალში და შემდეგ ჩაყარეთ მდუღარე სიროფში და ისე მოხარშეთ.