მჭადი მოამზადეთ ტრადიციულად, წყლითა და მარილით. სოკოს დაასხით მდუღარე წყალი, დააყარეთ საწურზე და დააყოვნეთ რამოდენიმე წუთით, შემდეგ კი კარაქთან ერთად მობრაწეთ. უკვე მზა სოკოს მოაყარეთ მარილი და გახეხილი სულგუნი. უმარტივესი და უგემრიელესია.