რძეს ადუღების შემდეგ რამდენიმე წუთით ვადუღებ. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე 1 სკ მაწვნის დედა (ოღონდ გამდინარე წყალში გარეცხილი, ანუ, თუ გვინდა, რომ მაწონი ძალიან გემრიელი იყოს და არა მომჟავო, რამდენჯერმე გავავლოთ ცივი წყალი. ავურიე რძეში კარგად, გადავანაწილე ჭიქებში. ასე ხელსაყრელია, მოსახერხებელი ბავშვებისთვის. თქვენ თუ გინდათ, შეგიძლიათ ქილებში. შევფუთოთ თბილად საჭირო დრომდე, რამდენიმე საათით და უგემრიელესი სქელი მაწონიც მზადაა. P. S. როგორ გავრეცხოთ მაწვნის დედა: მაწვნის დედას დაასხამთ საწურზე და გარეცხავთ გამდინარე წყალში, სიმჟავე რომ გაუვიდეს. რაც დარჩება, იმას გამოიყენებთ შესადედებლად. ასე მაწონი სქელი და გემრიელი გამოდის.