ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გული, რძე, ზეთი ეტაპობრივად, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე, დაახლოებით 35-40 წუთით, ჯერ ქვედა წვაზე – 25 წუთით და შემდეგ ორივე წვაზე 10-15 წუთით, მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ბისკვიტი დანამეთ, 200 გრ ცხელ რძეში გაადნეთ 100გრ შოკოლადი, დაუმატეთ 1 სკ კონიაკი. შოკოლადის კრემის მომზადება : ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ მოცემული ინგრედიენტები, კარაქის გარდა. შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ განუწყვეტლივ, მასა გასქელდება. დუღილს რომ დაიწყებს, 3 წუთი იშუშოს, შემდეგ გადმოვიტანეთ ჯამში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ავთქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ეტაპობრივად დაუმატეთ ცივ კრემს. კრემის რაოდენობა საკმაოდ ბლომად გამოდის. ბისკვიტი სამ ნაწილად გაჭერით, თითოეული დანამეთ, წაუსვით ბლომად კრემი, მოამზადეთ შოკოლადის დეკორი, მოაყარეთ კაკაო. მორთეთ სურვილისამებრ.