მოათავსეთ ჯამში ხაჭო და კვერცხი, დაამატეთ შაქარი და ვანილი. კოვზით კარგად მოურიეთ. თხელი ლავაშის პური გაშალეთ, გადაანაწილეთ მომზადებული მასა. დაიწყეთ შეხვევა ერთი კუთხიდან, მეორე კუთხემდე. შემდეგ, დაჭერით ნაჭრებად. გამოგივათ დაახლოებით 12 ნაჭერი. გაახურეთ ტაფა, დაასხით ბლომად ზეთი და შეწვით ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით.