ნადუღი აუცილებლად მარილიანი, კარგად გაწურული და გამომშრალი უნდა იყოს. 1კგ კარაქში მოხალეთ წმინდად გაცრილი მჭადის ფქვილი ისე, რომ არ გამუქდეს. დაბალ ცეცხლზე, სუნის დაკარგვამდე. გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ ნატურალური ნაღები, იგივე – არაჟანი. ნადუღი მოზილეთ ისე როგორც მჭადს ზელთ. მასა თუ არ შეიკვრება შეგიძლიათ მჭადის ფქვილი დაუმატოთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები, შემდეგ მიეცით გრძელი ფორმა, დაალაგეთ ხის დაფაზე და მზეზე გამოაშრეთ. 1 კვირიდან – 10 დღემდე სჭირდება, შემდეგ შეინახეთ მშრალ ადგილას. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარი, ისე შეწვის გარეშე. შემწვარი ყურუთი კი ძალიან გემრიელია გახუხულ პურთან, მოხარშულ კარტოფილთან და მჭადთან.