დაჭერით ლიმონი სასურველ ფორმებად, დააყარეთ შაქარი და დადგით გრილ ადგილას, 1 ღამე. მეორე დღეს გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ თაფლი და წამოადუღეთ ათ-ათი წუთით, სულ 3-ჯერ. გაითვალისწინეთ რომ რძესავით იცის ამოსვლა ქვაბიდან და ყურადღებით იყავით, როცა ამოდუღდება მოურიეთ და 10 წუთი მიეცით დრო, დაბალ ცეცხლზე. თაფლი ხარშვისას დაამატეთ. გემო გამოდის პიკანტური, სასწაულად არომატული. საუკეთესოა ვანილის კექსთან, კარაქიან პურთან და ჩაისთან.