მოხარშეთ ლობიო და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაატარეთ ასევე ნიგოზი და ნიორი, დაუმატეთ სუნელები, ხახვი ცოტა ზეთში კარგად მოზილეთ, სანამ ზეთი არ გამოვა, ზეთი კი შეინახეთ. ნიგოზის მასა გაყავით ორ ნაწილად, ერთი ლობიოს მასას დაუმატეთ, მეორე საცივისთვის შეინახეთ. წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეული მოაყარეთ მზა მასას, ნიგოზიც კარგად აურიეთ, და გააკეთეთ პატარა ბურთები. დარჩენილ ნიგოზს ნელ–ნელა დაასხით მდუღარე წყალი. ლობიოს ბურთებს მოასხით გამოხდილი ნიგოზის ზეთი, ცოტა ქინძი და ბროწეულის მარცვლები. მიაყოლეთ პიტნიანი მჭადები და გემრიელად მიირთვით.