პირველ რიგში, ქვაბში მოათავსეთ რძე და დადგით ნელ ცეცხლზე. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი და ფქვილი, დაუმატეთ თბილი რძე და ურიეთ განუწყვეტლივ. მასა რომ ადუღდება, ნელ ცეცხლზე შუშეთ 5 წუთის განმავლობაში, მუდმივი მორევით. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ საკონდიტრო პარკი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე კარაქი ათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ცივი ფაფა ეტაპობრივად, ბოლოს კი ვანილინი. კრემი თუ აგეჭრათ, დაუმატეთ ზეთი ეტაპობრივად და თქვიფეთ განუწყვეტლივ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.