გარეცხილ ბრინჯს დავასხათ წყალი, როგორც ფლავს - ორი ბრინჯისდენი, შუა ხარშვაში დავაყაროთ შაქარი. ცალკე ნელ ცეცხლზე დავადნოთ შაქარი ორი ჭიქა, ფერს რომ იცვლის და კარგად დადნება, ჩავასხათ ბრინჯში, ჩავყაროთ აგრეთვე პილპილი, ორი მწიკვი მარილი, შეიძლება 2 კოვზი თაფლი და ერთი შეკვრა ვანილი (თუ მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი). მივიყვანოთ ბრინჯი მოხარშვამდე, ძალიან არ ჩავაშროთ, ცხელ-ცხელი გავანაწილოთ თეფშებზე, მივირთვათ გაგრილებული. შეიძლება სინზე გადავიღოთ და გაცივების შემდეგ დავჭრა კუბებად ან როგორი ფორმითაც მოგვესურვება. ფოტოს წყარო