კვერცხი და შაქრი კარგად გათქვეფით მარილთან ერად. წვრილ ნაკადად ჩაამატეთ ზეთი, შემდეგ მაწონი. ლიმონი კარგად გარეცხეთ. შემოახეხეთ ცედრა წვრილი სახეხით და ჩაამატეთ ცომში, შემდეგ შემოაცალეთ კანი ლიმონს, დააბლენდერეთ, კურკები არ შეგყვეთ და ჩაამატეთ ეს მასაც ცომში. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და ბოლოს გამაფხვიერებელი. ფქვილი მოურიეთ ფრთხილად, ხის ან სილიკონის კოვზით. კექსის ფორმას წაუსვით ზეთი კარგად, მოაყარეთ გარშემო ცოტა ფქვილი და მოათავსეთ ცომი ცივ ფორმაში. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 170 გრადუსზე და შემდეგ გამოაცხვეთ. კექსის ცხობის დრო 40-45 წუთია, თუმცა ღუმელს გააჩნია. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ არა არის მზად და თავი მოებრაწა გადააფარეთ ალუმინის ქაღალდი. გამომცხვარი კექსი გადმოიტანეთ ფორმიდან, სულ ოდნავ შეაგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. ფერის სიმკვეთრისთვის დამატებულია ყვითელი საკონდიტრო ფერი.