ფხალი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ხახვი, რამოდენიმე ძირი ახალი ნიორი და პრასი, მწარე წითელი წიწაკა, გატარებული ნიგოზი, მარილი გემოვნებით. ჩაკეპეთ და დაუმატეთ ადუღებული ცოტა წყალი. ნახევარი კილო მჭადის ფქვილს, დაუმატეთ ცოტა მარილი, ხმელი პიტნა, მოზილეთ საშუალო სისქის, გადაიტანეთ სამზარეულოს ცელოფანზე და მიეცით ოთკუთხედი ფორმა, მოვაყარეთ დაჭრილი პრასი და ნიგოზი, თავზე დაადეთ სულგუნის ყველი და გადაახვიეთ. გადაიტანეთ კალკა ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოაცხვეთ.