გახსენით წყალში ყველა ინგრედიენტი, გაცრილი ფქვილი ცალკე ჯამში ჩაყარეთ და მოზილეთ თხევადი მასით ცომი, დაამუშავეთ 20 წუთის განმავლობაში ),ცომმა მიიღო პრიალა სახე და შევდგი მაცივარში 1 სთ. კარაქი 4 ნაწილად გაყავით, უნდა იყოს ისეთი რბილი რომ კარგად წაუსვათ ცომს. გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით კარაქის ერთი ნაწილი, გადაკეცეთ და დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე, 30 წუთით. ასე გაიმეორეთ კიდევ სამჯერ და საბოლოოდ გამზადებული ცომი, რულეტივით დახვეული, შეინახეთ მაცივარში შემდეგ გამოყენებამდე.