პირველ რიგში, მოამზადეთ ფხვიერი მასა: თასში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და დაუმატეთ ცივი კარაქი, მასა კარგად გააფხვიერეთ. არ უნდა მოზელვა, მხოლოდ ფხვიერი მასა გადაიტანეთ ფორმაზე. აიღეთ 20 სმ ზომის ფორმა, დაუფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაანაწილეთ ფხვიერი მასა, დატკეპნეთ, ეს იქნება ქვედა ფენა. გამოაცხვეთ 180 ° გრადუსზე,15 წუთით. შემდეგ მოამზადეთ შოკოლადის მასა: ქვაბში მოათავსეთ შოკოლადი და შესქელებული რძე, შოკოლადი როცა გადნება, გადმოდგით და დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში. დაასხით გამომცხვარ ფირფიტას, გააციეთ 10 საათის განმავლობაში. დიდი ზომის საცხობი ფორმის შემთხვევაში, გააორმაგეთ დოზები. ასევე, მასა რომ გამოცხვება, ფორმაშივე დატოვეთ, ფორმას გვერდებშიც ჩაუფინეთ ქაღალდი, რომ გამყარდება შოკოლადი ქაღალდი თავისუფლად მოცილდება, არ სჭირდება ცხიმის წასმა, დაჭერით სასურველ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით.