გამოსაცხობ ფორმაზე მოვათავსოთ ჩერი და ფეტა, დავამატოთ ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ორეგანო, პილპილი და მარილი. შევდგათ ღუმელში, 30 წთ-ით, 250 გრადუსზე. ამასობაში, მოვხარშოთ მაკარონი მარილიან წყალში. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ფეტა და პამიდორი დავჭყლიტოთ, დავამატოთ მოხარშული მაკარონი და მოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!