ზირვაკი: დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად, ხახვი ნახევარ-რგოლებად, სტაფილო წვრილ ზოლებად. მოაცილეთ ზედა გარსი ნიორს, გარეცხეთ. ქვაბში ძლიერ გააცხელეთ ზეთი, შეწვით მასში ხახვი ოქროს ფერის მიღებამდე . დაამატეთ ხორცი, მოხრაკეთ, სანამ მთელი წვენი არ გაქრება- ეს აუცილებელია, წყალი მთლიანად უნდა ჩაშრეს. მოამზადეთ კიდევ 3-5 წუთით. ჩაასხით 500-600 მლ წყალი, დაუმატეთ კოწახური, ზაფრანა, მარილი, წიწაკა. განათავსეთ სტაფილო. წყალმა ოდნავ უნდა დაფაროს სტაფილო. თუ არ გინდათ რომ ფლავში შემწვარი სტაფილოს გემო იგრძნოთ, მოთუშეთ ისე რომ ზირვაკს ცოტა წყალი ჰქონდეს. 5-7 წუთის შემდეგ დაამატეთ ბრინჯი. გარეცხეთ ბრინჯი ჩაყრის წინ, დალბობის გარეშე. გაასწორეთ ზედაპირი, დაამატეთ წყალი. წყალმა ბრინჯი თითის ერთი ფალანგის სიმაღლით უნდა დაფაროს. მოამზადეთ თავსახურის გარეშე, 5-7 წუთით, შუაში ჩადეთ მთლიანი ნიორი. გააგრძელეთ მომზადება მაღალ ცეცხლზე. როდესაც წყალი თითქმის ჩაშრება, მოაყარეთ ნახევარი ზირა, შეაგროვეთ ბრინჯი გორაზე, მოაყარეთ დარჩენილი ზირა. ქვაბს დააფარეთ სუფთა ტილო, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, 20 წუთით. შემდეგ გაზქურა გამორთეთ, დაელოდეთ კიდე 20 წუთით. თავსახური არ მოხადოთ. ჩვენი ფლავიც მზადაა, ფრთხილად მოურიეთ მას ქვევიდან ზევით, მიირთვით ბოსტნეულის სალათთან ერთად.