ლიმონის ცედრას და ნახევარი ლიმონის წვენს დააყარეთ შაქარი და მოურიეთ კოვზით, დაუმატეთ კვერცხი, გაგრილებული კარაქი, ვანილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.მოზილეთ ცომი და 20 წუთით დააყოვნეთ მაცივარში. მიეცით ბურთის ფორმა (თითო 60გრამიანი ბურთულაა), ამოავლეთ სათითაოდ შაქრის პუდრში, დაალაგეთ ქაღალდდაფენილ ფქვილიან ფორმაზე და გამოაცხვეთ 200გრადუსზე, 15–20 წუთით.