შოკოლადის მდნარი ნამცხვარი
შოკოლადის მდნარი ნამცხვარი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ს.კ, თავმოუბმელი
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 100 გ
  • კარაქი - 150 გ
  • შავი შოკოლადი - 200 გ
  • მარილი - დანის წვერით
  • ნაღები ან არაჟანი - 6 ს.კ
მომზადების წესები
დატეხილი შოკოლადი კარაქთან ერთად ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ.
ავთქვიფოთ კვერცხები და შაქარი, დავამატოთ ფქვილი, შეგრილებული შოკოლადი, ნაღები ან არაჟანი. თუ არაჟანს ვამატებთ, კოვზი ძალიან არ გავავსოთ.
გადავიტანოთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში და ვაცხოთ 20 წუთი 180 გრადუსზე.
გავაციოთ, ამოვიღოთ ფორმიდან და დავჭრათ
ტეგები:
ნაღები შოკოლადი კარაქი ნანახია: 16645