პირველ რიგში, ამოიყვანეთ კვერცხი შაქართან ერთად, მასა როდესაც გათეთრდება და გაორმაგდება ჩაამატეთ ზეთი, 2 ს/კ ცხელ წყალში გახსნილი ყავა, ვანილი, შემდეგ სოდა. ბოლოს კი ჩააცერით ფქვილი და კაკაო, შეურიეთ მასას ხის კოვზით, ნელი ხელის მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსსზე, 35 წუთით. ეს მასალა არის 1 ფენის, ამ შემთხვევაში არის გამომცხვარი ორი ფენა, რომელიც გაყოფილია შუაში. ფორმის ზომა 25/37 –ზე. კრემის მომზადება: ოთახის ტემპერატურის კარაქი ამოიყვანეთ მიქსერით კარგად, უნდა გაორმაგდეს და გათეთრდეს ( 10-15 წუთი სჭირდება თქვეფა) დაამატეთ მოხარშული, შესქელებული რძე. ყველა ფენა დანამეთ, ხოლო სამ ფენას წაუსვით კრემი და მოაყარეთ გემოვნებით ნიგოზი, ბოლო ფენის გარდა, ბოლო ფენას მხოლოდ მინანქარი უნდა მოასხათ და მიირთვით სურვილისამებრ. მინანქარი : 3 ს/კ კაკაო, 3 სფ/კოვზი შაქარი , 4 სფ/კოვზი რძე, 50 გრ კარაქი. მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად