დაჭერით ბოსტნეული, მოხარშეთ კვერცხი ღრმა ტაფაზე ან ქვაბში, წამოადუღეთ 1 ჭიქა ნაღები/რძე, დაუმატეთ სუნელები და ბოსტნეული. 3 წუთში ბოსტნეული მზად არის და დაუმატეთ კვერცხები. ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში და ბოლოს მოაყარეთ მწვანე ბარდა და გამხმარი ოხრახუშის ფანტელები. ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთ. ასევე, კერძი არის პროტეინით მდიდარი. დიეტაზე მყოფი დიასახლისებისთვის რჩევა - უცხიმო რძით შეგიძლიათ მოამზადოთ. მომზადების მაქსიმალური დრო 20 წუთი. გემრიელად მიირთვით.