კვერცხის ცილა და შაქარი მოათავსეთ ჯამში და ხელის სათქვეფით ათქვიფეთ, 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაიტანეთ ორთქლის აბაზანაზე, ქვაბში იმ რაოდენობის წყალი ჩაასხით რომ ჯამს არ ეხებოდეს, მოურიეთ განუწყვეტლივ. გამოიყენეთ ჩანგალი, ან ხელის სათქვეფი, შაქარი უნდა გადნეს ბოლომდე. შაქარი რომ გადნება, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ლიმონმჟავა, დაახლოებით 10 -15 წუთის განმავლობაში თქვიფეთ, ბოლოს დაუმატეთ ვანილი. გადაიტანეთ საკონდიტრო პარკში და დასვით სასურველი ფორმები, ქაღალდი დაუფინეთ და ცოტა ფქვილი მოაყარეთ ფორმას. გამოაცხვეთ 70-100° გრადუსზე, კარი ოდნავ შეაღეთ, ცხობის დრო – 3 საათი.