ფქვილი ჩააღრმავეთ და დაამატეთ კვერცხი, ნახევარი ჩ.კ.მარილი, ზეთი და პორციებად დაასხით წყალი. მოზილეთ მაგარი ცომი, 5-10 წუთის განმავლობაში. დაასვენეთ 30 წუთით. შემდეგ დაყავით პატარა ბურთებად, რადგან ძალიან თხლად ვაბრტყელებთ. 1ჭ.სახამებელში გაურიეთ 1 ს.კ. ფქვილი. გააბრტყელეთ ყველა გუნდა ოდნავ და ორივე მხრიდან ბლომად მოაყარეთ სახამებელი. როდესაც ყველას ოდნავ გააბრტყელებთ, ოთხ-ოთხად ან ხუთ-ხუთად ჩადეთ, დაიწყეთ გაბრტყელება. რომელსაც არ გააბრტყელებთ, გადააფარეთ ტილო ან პარკი, რომ არ გაშრეს. ფენები ოთხად დალაგებული, ერთად გააბრტყელეთ და არა ცალ-ცალკე, რადიუსში გაზარდეთ დაახლოებით 21 სმ. დიაგონალზე. განაცალკევეთ ფენები და ისევ ბლომად მოაყარეთ სახამებელი. გაათეთრეთ მთლიანად. ისევ დაადეთ ერთმანეთს და ისევ გააბრტყელეთ, უკვე ბოლოჯერ. თუ ფილოს ფენას დააფენთ ნაწერზე და იკითხება, ესე იგი კარგადაა გაბრტყელებული. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ ბლომად. დააფინოთ პერგამენტზე და გადაახვიოთ. ჩადოთ პარკში და შეინახოთ საყინულეში. ინახება დიდხანს, არ შეიძლება გალღობა, ცივად გაოიყენეთ. გაბრტყელებული ფენები ზედმეტი სახამებლისგან გაასუფთავეთ და ისე მოამზადეთ. ბაქლავას როლები: გამდნარი კარაქი და ზეთი აურიეთ, წაუსვით ყველა ფილოს ფენას. დაალაგეთ ჯერ 4-5 ფენა, ყველას წაუსვით ცხიმი თხლად ან მოასხით ალაგ-ალაგ და შემდეგ მოაყარეთ ნიგოზი. შეგიძლიათ გაატაროთ, დააბლენდეროთ, ან დაჭრათ. დაადეთ იმდენივე ფენა, გადაახვიეთ რულეტად. დაჭერით სასურველ ზომაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ცხობამდე ზემოდან წაუსვით ან მოასხით ცხიმი. გამომცხვარს მოასხით სიროფი, რომელსაც წინასწარ მოადუღებთ. 200 გრ.შაქარი და 150 მლ.წყალი, ცოტა ლიმონმჟავა ან ლიმონის წვენიც. მოადუღეთ 10 წუთით. გრილი მოასხით ცხელ ბაქლავას. დატოვეთ 3-4 საათით, რომ გაუჯდეს. სინჯეთ , მოამზადეთ ფილოს ცომი, ძალიან მარტივია, კმაყოფილი დარჩებით.