სკუმბრია გაასუფთავეთ. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, მოაცალეთ ხერხემალი, გასუფთავებული ფილეები დაჭერით მომცრო ნაჭრებად, ამოავლეთ მარილსა და საფანელში, შებრაწეთ. დაჭერით სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, მოზრდილი ხახვი, ნიორი, ისე როგორც ფოტოებზეა და მოვთუშეთ ზეთში. ჯერ სტაფილო, შემდეგ ხახვი და ნიორი, ბოლოს მოაყარეთ ბულგარული წიწაკა და დაასხით თეთრი ღვინო, გააჩერეთ 3 წუთით და გამორთეთ. ცალკე მოამზადეთ ტომატი, პომიდვრის საწებელი და აჯიკა. შეაზავეთ ერთმანეთში, დაასხით დაახლოებთ 250მლ წყალი, შავი პილპილი, მარილი. კარგად მოურიეთ და საწებელიც მზად არის. ტაფაზე გაშალეთ ერთი ფენა მოთუშული ბოსტნეული, მოალაგეთ ზემოდან შემწვარი თევზი და შემდეგ ისევ ბოსტნეული. დაასხით მომზადებული საწებელი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დიდ ხანს არ უნდა, რადგან თევზი უკვე შემწვარია და არ ჩაიშალოს. სულ ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში. გემრიელად მიირთვით.