ჩვეულებრი ხინკლის ცომი უნდა. ფქვილს დავუმატე მარილი, წყალი მოვზილე მაგარი ცომი, ბოლოს ჩავზილე ზეთიანი ხელებით, კარგად ვზილე სანამ ელასტიური ცომი არ გამოვიდა, გადავაფარე ცელოფანი და 2 საათით გავაჩერე მაცივარში. ამოვიღე 80 გ გუნდები დავადე, 1 კოვზი შენელებული ფარში, გადავკეცე, დავადე თეფში და მოვაჭერი ზედმეტი ცომი. გვერდი დავუსერე ჩანგლით (ვიდეოში ჩანს კარგად) და შევბრაწე ბლომად ზეთში.