ცხვება კლასიკური ბისკვიტები ორი ცალი, მოცემულია ერთი ბისკვიტის რეცეპტი. ცილა განაცალკევეთ და 20 გრამ შაქართან ერთად ათქვიფეთ, გათეთრებამდე. 100 გრამი შაქარი ათქვიფეთ კვერცხის გულებთან. მაწონს დაამატეთ საკონდიტრო საღებავი და ზეთი. გადაურიეთ და დაამატეთ კვერცხის გულები, ცალკე ფქვილს დაამატეთ კაკაოს სოდა, გამაფხვიერებელი, ვანილი და დააცერით კვერცხის მასას. კოვზით შეურიეთ გამყარებულ ცილასაც. გამოაცხვეთ 20 სმ–იან ფორმაში, 170 გრადუსზე, 35-40 წუთით. 35 წუთის გასვლის შემდეგ მზადყოფნა შეამოწმეთ ჩხირის საშუალებით, ჩხირი მშრალი უნდა ამოვიდეს შუაგულში ჩარჭობისას. წითელი ხავერდის ტრადიციული კრემი არის კრემი ჩიზი, 33 % იან ნაღები ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის პუდრა, კრემყველი და კრემი მზადაა. შუა ფენად გამოიყენეთ ალუბლის კონფი. ალუბლის პიურეს დაამატეთ შემთბარი ჟელატინი. და კრემზე გადაასწორეთ, სანამ სულ გამაგრდება. ბისკვიტები ზევიდან გადაასწორეთ და ეს გამოიყენეთ ნაფხვენებად. თითო ბისკვიტო ორად გაჭერით და გამოგივათ 4 ფენა. ფენებშუა წაუსვით კრემჩიზი, მესამე ფენად ალუბლის ჯემი და ისევ ორი ფენა. გარშემო მოაყარეთ ნაფხვენები. ზევიდან გააფორმეთ ცილის მოხარშული კრემით. გამოდის ტორტი საოცრება, ძალიან ლამაზი და გემრიელი კრემით.