ფორთოხალი გაჭერით შუაზე, ამოიღეთ შიგთავსი კოვზის დახმარებით, შემდეგ ნაყოფი გაწურეთ. წვენის რაოდენობა უნდა იყოს 300 მლ, თუ დააკლდა შეგიძლიათ წყალი დაუმატოთ. წვენში დაუმატეთ ჟელატინი, დაახლოებით 20 წუთით. ცალკე ქვაბში მოათავსეთ შაქარი და წყალი, შაქარი რომ გაიხსნება დაუმატეთ ფორთოხლის წვენში დალბობილ ჟელატინს, როდესაც ცხელ მასაში გალღვება გადმოდგით და გადაანაწილეთ ფორთოხლის კანში. მაცივარში 4 საათით დააყოვნეთ, შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად და ამოავლეთ შაქარში. შეგიძლიათ ცოტა საკონდიტრო ფერი დაუმატოთ. გამოდის ძალიან არომატული.