წითელი აჯიკა პამიდვრით
წითელი აჯიკა პამიდვრით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძმარი - 1/2 ლ
  • ნიორი - 1/2 კგ
  • მწარე წიწაკა, წითელი - 1 კგ
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 კგ
  • პამიდორი - 5 კგ
  • მარილი
მომზადების წესები

შევარჩიოთ ნაკლებად წვნიანი ჯიშის პამიდორი, მაგალითად, ე.წ. "ქლიავა".
პამიდორი და ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი. ნიორი გავფცვნათ.
მწარე წიწაკის რაოდენობა, შეგვიძლია, გემოვნების მიხედვით შევცვალოთ.

ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ მარილი, ძმარი, ასპირინის რამდენიმე აბი და ემალის ჭურჭლით დავდგათ დასადუღებლად რამდენიმე დღე. დადუღების შემდეგ, მიღებული წვნიანი აჯიკა ჩავახათ ქილებში ან ბოთლებში


 

ტეგები:
პამიდორი ტკბილი წიწაკა აჯიკა ნანახია: 122813