გავაფხვიეროთ ფქვილი და მარგარინი, აქვე დავამატოთ მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. ვაქციოთ ეს მასა ფქვილად, გავუკეთოთ ჩაღრმავება გაფხვიერებულ ფქვილს და ჩავასხათ სოდით გააქტიურებული მაწონი, აქვე დავწერ, რომ თუ მაწონი არ გაქვთ მეტი, ერთი კარგად სავსე სუფრის კოვზი მოიტოვეთ, დაგჭირდებათ ზემოდან წასასმელად. ვზელთ ცომს. შეიძლება დაგვჭირდეთ ფქვილის დამატება, ერთ ჭიქამდეც კი. ცომს დიდი ხანი არ უნდა ზელვა. უნდა მოიზილოს საშუალო სიმაგრის, გასაბრტყელებელი ცომი. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში ერთი საათით ან მეტით. გულსართი: გავაფხვიეროთ ფქვილი და კარაქი. დავამატოთ ვანილი, მარილი და შაქარი. გავაერთიანოთ ეს მასა და შევდოთ მაცივარში. გამოცხობის წინ ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ თხლად, მოვაფინოთ ყველგან თანაბრად გულსართის ნახევარი, დავაწვეთ ხელით ოდნავ, დავახვიოთ რულეტივით, დავაწვეთ ზემოდან ფრთხილად ხელით, რათა მივცეთ ცოტა სიბრტყე. ერთი კვერცხის გული გადავურიოთ ერთ სუფრის კოვზ მაწონში და წავუსვათ ზემოდან. დავჭრათ სასურველი ზომისა და ფორმის ნაჭრებად.მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ტემპერატურა თქვენ დაარეგულირეთ თქვენი ღუმელის მიხედვით. ჭიქა გამოიყენეთ 200-გრამიანი. ამ პორციაში მე გამომივიდა 40 ცალი ქადა.