ლავაშის ფირფიტაზე წაუსვით ცხიმი. გამდნარი კარაქი და ზეთი აურიეთ. ეს ცხიმი ყველგან წაუსვით. დააყარეთ ქადის გული. თანაბრად გადაანაწილეთ ლავაშზე და დაახვიეთ რულეტად. ყოველ მეორე გადაკეცვაზე წაუსვით ლავაშს ცხიმი. რულეტი დაჭერით ქადის საჭრელით. წაუსვით კვერცხის გულისა და რძის ნაზავი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე. გამომცხვარს მოასხით ცხელი სიროფი: 100 გრ. შაქარს დაასხით 4ს.კ.წყალი. დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა და მოადუღეთ ქაფის გაქრობამდე. მოამზადეთ გულსართი: კარაქი გაადნეთ, დააყარეთ ფქვილი, შაქარი და ვანილი. კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ გატარებული ნიგოზი ან თხილიც დაამატოთ. წარმოუდგენლად გემრიელი ქადებია. ვერავინ მიხვდება რომ ჩვეულებრივი ლავაშისგანაა.