სამარხვო ხინკალი ქამა სოკოს შიგთავსით – საუკეთესო რეცეპტი სიახლეების მოყვარულთათვის
სამარხვო ხინკალი ქამა სოკოს შიგთავსით – საუკეთესო რეცეპტი სიახლეების მოყვარულთათვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ხინკალს ძალიან პატარა კუჭი უნდა ჰქონდესო და მეც ვეცადე და ძალიან პატარა კუჭებით მოვახვიე სოკოს ხინკალი – ნანა ინასარიძე, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი. სამარხვო ვარიანტის მოსამზადებლად, ამოიღეთ კვერცხი ცომის ინგრედიენტებიდან. 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები ცომისთვის
  • ფქვილი - 1 კგ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • წყალი - 500 გრ
  • მარილი - 2 ჩკ
ინგრედიენტები სოკოს ფარშისთვის
  • ქამა სოკო - 1 კგ
  • ხახვი - 200 გრ
  • ზეთი - 150 გრ
  • ნედლი ქინძი
  • კამა
  • ძირა - 0.5 ჩკ
  • ნიორი - 2 კბილი
  • წიწაკა
  • მარილი
  • შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

 

სოკო დაჭერით და მოშუშეთ ცხიმში, გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ წმინდად დაკეპილი ხახვი და დანარჩენი სუნელები. აურიეთ კარგად. სოკოს მასა გამოდის მშრალი, დაასხით ცოტა წყალი და მიიყვანეთ ფარშის კონსისტენციამდე.

 

მოახვიეთ და შეალაგეთ მაცივარში.