მომზადებისას უმთავრესია სიროფის მოდუღება – სქელძირიან და სახელურიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაასხით წყალი, აადუღეთ, ყურადღება მიაქციეთ რომ შაქარი არ დაიწვას. როცა ადუღდება, ცეცხლი დაბალ წვაზე დააყენთ და დაინიშნეთ დრო. სამი წუთის შემდეგ ჩაყარეთ ლიმონმჟავა და ისევ დაინიშნეთ დრო, კიდევ 4 წუთის გასვლის შემდეგ სიროფი შეამოწმეთ, კოვზით ჩააწვეთეთ ცივ წყალში. თუ სიროფისგან ბურთის დამრგვალება შეძელით – სიროფი მზადაა და გადმოდგით. სიროფის ხარშვიდან სამი წუთის შემდეგ დაიწყეთ ცილის გათქვეფა გათეთრებამდე და გამყარებამდე. გადმოდგმული სიროფი დაამატეთ ცილას თქვეფისას წვრილი ნაკადით, განუწყვეტლივ თქვიფეთ და სიროფი რომ დამთავრდება შეუჩერებლივ ისევ გააგრძელეთ თქვეფა, სიროფისგან გაცხელებული ბეზე უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურამდე. კრემს მზადყოფნას შეატყობთ, ვინაიდან ბეზე ღრუბელივით ამოფუვდება და სათქვეფს ბურთივით აეკრობა. კრემი გამოიყენეთ თბილადვე.