მოამზადეთ ცომი. მოხარშეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ამოიღეთ წყლიდან და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. შეურიეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი და კარგად აურიეთ. შეაზილეთ ფქვილი (შესაძლოა ცოტა მეტი დაჭირდეს). უნდა გამოგივიდეთ რბილი ცომი. ცომი დაასვენეთ 15 წთ. შემდეგ გააბრტყელეთ დაახლოებით 1 სმ. სისქეზე და დაჭერით ზოლებად. ცომის ზოლები ხელით დაამრგვალეთ. დანით დაჭერით პატარა მართკუთხედებად და ჩანგლით ნაზად დააწექით, რომ ზოლები გაუკეთდეს. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ 1 ს/კ. მარილი. პარალელურად მოამზადეთ სოუსი. ღრმა ტაფაში ჩაასხით რძე, შეურიეთ არაჟანი და კარგად გახსენით. როდესაც გაცხელდება, ჩაყარეთ 1 ს/კ. ფქვილი და სათქვეფით კარგად გახსენით, რომ კოშტები არ გაიკეთოს. ჩაყარეთ გახეხილი ყველი და ურიეთ. სოუსი უნდა გაიწელოს, როდესაც ყველი დადნება. დაუმატეთ ბაზილიკი და სურვილისამებრ პიტნა. ცოტა მარილი (გაითვალისწინეთ ყველი რამდენად მარილიანია) და პილპილი. გამორთეთ ცეცხლი. გამზადებული ცომი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ამოურიეთ ფრთხილად. „ნიოკი“ ძალიან მალე, 2-3 წუთში იხარშება. როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე, ქაფქირით ამოიღეთ და ჩაყარეთ სოუსიან ტაფაში. თუ სოუსი გასქელდა, დაუმატეთ 2 ს/კ. ნიოკის ნახარშიანი წყალი. მიირთვით ცხელი. შეგიძლიათ თეფშზე ზემოდან მოაყაროთ ცოტა გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით!