კატლეტების ფორმა რომ მრგვალი და ლამაზი გამოვიდეს, გამოიყენეთ სურათზე მოცემული სილიკონის ფორმა. ცელოფნი ჩააფინეთ ისე, რომ ყველა ღრმულში ჩაიფინოს, შემდეგ ჩადეთ ფარში, კარგად გაანაწილეთ, ცარიელი ადგილები რომ არსად იყოს, ზემოდან გადაფარეთ ცელოფნის მერე ნაწილი, კარგად დააფიქსირეთ, მოჭერით და გადაიტანეთ ლანგარზე. ასეთ მდგომარეობაში ჩადეთ მაცივარში, რომ უფრო გამკვრივდეს და ფორმა დაფიქსირდეს, ან გაყინვაც შეგიძლიათ, შემდეგ ცელოფანი ააცალეთ და შეწვით. სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით.