სანამ დაიწყებთ ხინკლის მომზადებას, მოზილეთ ცომი, დაასვენეთ სანამ გულსართს მოამზადეთ. 2 კილო ფქვილის დაუმატეთ წყალი, მარილი და მოზილეთ მაგარი ცომი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გასუფთავებული 2 კონა ისპანახი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ, 5 წუთში გაწურეთ და ხელით დაუმატეთ: ხახვი, კამა, ქინძი, ტარხუნა, ახალი წიწაკა, ახალი ნიორის ფოთლები, ნახევარი კოვზი ძირა, მარილი და წითელი დაფქვილი წიწაკა გემოვნებით, ზეთი 1 ჭიქა – 100გრ. შეანელეთ 1კილო შამპინიონი სოკოც, დაჭერით კუბიკებად, მოვხარშეთ და ცოტა ზეთში შებრაწეთ. გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით მრგვლად, ისიც გააბრტელეთ. ნახევარი სოკოთი მოახვიეთ, ნახევარი ისპანახით, აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი და მოხარშეთ ხინკლები.