პირველ რიგში, გაასუფთავეთ კეჟერა ფხალი ძირიანად, გათალეთ, გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, მოათავსეთ ემალის ჯამში და დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 24 საათით, შემდეგ გადაწურეთ, გადაავლეთ წყალი და მოამზადეთ შესაბამის ჭურჭელში ჩასალაგებლად, ფენა-ფენა დაალაგეთ: ნიახური, ნიორი, წითელი წიწაკა, როცა დაასრულებთ გაწურული ჯამფეზია ( იგივე ჭიაფერა, ფერა–ფერა ) დაასხით, თუ არ გაქვთ, კუბიკებად დაჭრილი ჭარხალი ფენა-ფენა დაამატეთ, სულ ბოლოს მარილი 1 ლ.1ს/კ, დაასხით ცივი წყალი,ზემოდან დაადეით ჩასანაყი ქვა რომ დაიპრესოს. 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილზე. შეგიძლიათ მიირთვათ ნიგოზით შესუნელებული და ნიგოზის გარეშეც. გემრიელად მიირთვით.