გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კარაქი, ოთახის ტემპერატურის და ხელით დაამუშავეთ ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, თუ თქვენი კარაქი მაცივრის არის, მაშინ გასრისეთ სასრისზე, ჯამში უნდა გამოგივიდეთ ცხიმიანი ნაფშვენი. მიღებულ მასაში გააკეთეთ სიღრმე და დაუმატეთ მაწონი, სოდა და მარილი, მაწონი დაიწყებს რეაქციას. დაუმატეთ კვერცხის გულები და აურიეთ, მოზილეთ ცომი. მნიშვნელოვანია რომ არ მოიზილოს ცომი დიდხანს, რათა ხელების სითბოსგან კარაქი გადნება, შეიკვრება ერთგვაროვან ცომში, რაც არ გვჭირდება, შეაერთეთ ერთ გუნდად და სულ ესაა, არ გააგრძელოთ. ჩადეთ პარკში და დაასვენეთ 30 წუთით. თუ თქვენს სახლში ძალიან ცხელა, ან ცომს ზელთ ზაფხულში, ჩადეთ ცომი მაცივარში. მოამზადეთ შიგთავსი, მოხალულ და გატარებულ ნიგოზში დაამატეთ შაქარი და კარაქი. შიგთავსის მოსამზადებლად დაამატეთ დარბილებული კარაქი. დასვენებული ცომი გააბრტყელეთ 2-3 მმ ზომაზე და ამოჭერით რგოლები, დანარჩენი იხილეთ ვიდეოში. გამოაცხვეთ 180 C° –ზე, 23-25 წუთით ( გააჩნია გაზქურას )