გასუფთავებულ შამპინიონს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, ახალი ხახვი, წიწაკა, პაპრიკა, მაიორანი, მარილი, პილპილი, ჩერი პომიდორი, ზეთი. კარგად აურიეთ და ააწყვეთ ხის შამფურზე, ჯერ სოკო, შემდეგ ჩერი, გადაიტანეთ კალკადაფენილ ფორმაზე. დარჩენილ მწვანილებს დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით ცოტა ზეთი, მექსიკური კარტოფილის საკმაზი, კარგად აურიეთ და მოალაგეთ ფორმას მრგვლად, შეწვით 200 გრადუსზე. დააფინეთ შუშის თეფშზე სალათის ფურცელი და შემწვარი სოკო გადაიტანეთ, მაღლიდან მოაყარეთ წითელი ხახვი, კოწახური და ცოტა ტარხუნა.