საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, ფქვილს შევურიოთ მარილი და ზეთი. მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ ამოსასვლელად 1-2 საათი.მოვხარშოთ ბრინჯი ორმაგი რაოდენობის წყალში.პარალელურად მოვშუშავთ სოკოს და ხახვს. დავუმატებთ მოხარშულ ბრინჯს, ოხრახუშს, მარილს, პილპილს და ავურევთ.ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და გამოვაცხოთ ღუმელში ან ტაფაზე, როგორც ხაჭაპურები.