თასში მოათავსეთ ფქვილი, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, გააფხვიერეთ ასევე თაფლი, სოდა, ვანილი, შაქარი და კვერცხი. მიქსერის გამოყენება არ არის საჭირო, მიღებული მასა დააყოვნეთ 30 წუთით. ზეთიანი ხელებით მიეცით მრგვალი ფორმა. გამოდის 20 ცალი, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, ზოგს მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. გემრიელად მიირთვით.