თასში ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ჩააყარეთ ცედრა და შაქარი, დაამატეთ ზეთი და შურიეთ ერთმანეთს. გამაფხვიერებელი დაამატეთ ფქვილს და პორციებად დააცერით, თან მოურიეთ. შეიძლება მთელი ფქვილი არ დაგჭირდეთ. დააკვირდით ცომის სისქეს, უნდა გამოვიდეს სქელი დასასხმელი მასა. დაამატეთ თბილ წყალში წინასწარ ჩალბობილი ქიშმიში, კარგად გააერთიანეთ და გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, ამ შემთხვევაში გამოყენებულია 20 სმ ფორმა. ცხვება 170 გრადუსზე, 35-40 წუთით. მზაყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.