ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დაუმატეთ შაქარი ეტაპობრივად, კვერცხის გული, ზეთი და ოთახის ტემპერატურის რძე. გამორთეთ მიქსერი, სილიკონის კოვზით დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ღუმელი წინასწარ გაახურეთ, ორივე მხრიდან წვის რეჟიმზე. გამოაცხვეთ 170 -180° ზე, 40 – 45 წუთით, საცხობი ფორმა – 24 სმმ. ზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ბისკვიტი მაღალია, ამ შემთხვევაში გაჭრილია 3 ნაწილად. შოკოლადის კრემის მომზადება: თბილ რძეში გახსენით სახამებელი, კაკაო და შაქარი. დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ განუწყვეტლივ, როცა ადუღდება გადმოდგით ქვაბი, ცხელ მასაში დაუმატეთ შოკოლადი და კარაქი, ხელის სათქვეფით ათქვიფეთ სრულ გალღობამდე. დააფარეთ პარკი კრემთან კონტაქტში და გააცივეთ კრემი. არ სჭირდება მიქსერის გამოყენება. ბისკვიტი დანამეთ რძით, გადაანაწილეთ კრემი და მოამზადეთ მოსართავად.